ალმერია, გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძემ ალმერია დატოვა

ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული ''ალმერია'' ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ დატოვა. მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში ეწურება, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება.

2020 წლის ზაფხულში მაკარიძე ''ალმერიას'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პირველ სეზონში სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, ფერნანდო მარტინეს რუბიოსთან კონკურენცია მოიგო, ლა ლიგა 2-ის 33 მატჩში ითამაშა, თუმცა ფლეი-ოფში ''ალმერია'' წარუმატებლად გამოვიდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ''ალმერიას'' პირველ მეკარედ ფერნანდო მარტინეს რუბიო იქცა. მაშინ როცა მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ესპანელმა 41 შეხვედრა ჩაატარა.

მაკარიძეს ფრანგული ''ლე მანისა'' (2009-13) და ესპანური ''ალმერიას'' გარდა მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში უთამაშია: ''ფეირენსე'' (2014-16), ''მორეირენსე'' (2016-18), ''რიუ ავე'' (2018-19) და ''სეტუბალი'' (2019-20).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისის ტოპ 5 სეივი - მამარდაშვილის მორიგი აღიარება ლა ლიგაში
მაისის ტოპ 5 სეივი - მამარდაშვილის მორიგი აღიარება ლა ლიგაში