ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მაისის ტოპ 5 სეივი - მამარდაშვილის მორიგი აღიარება ლა ლიგაში

ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 2021-22 წლების სეზონის მაისის თვის ტოპ 5 ''სეივი'' წარმოადგინა. პირველ ადგილზე ''მალიორკას'' მეკარის, მანოლო რეინას ''სეივი'' გავიდა, მეორე ადგილი გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა, რომელმაც ბილბაოს ''ატლეტიკის'' ფორვარდს, ინიაკი უილიამსს აუღო.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ სერხიო ერერა (''ოსასუნა''), ხერონიმო რული (''ვილიარეალი'') და ანდრეი ლუნინი (მადრიდის ''რეალი'').

შეგახსენებთ, ლა ლიგის 35-ე ტურში ბილბაოს ''ატლეტიკმა'' ''სან მამესზე'' ''ვალენსიას'' უმასპინძლა (0:0). ამ მატჩში მამარდაშვილმა ინიაკი უილიამსის რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, 21 წლის ქართველი ''მატჩის მეფედ'' დასახელდა. ასევე, 35-ე ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი:
მამარდაშვილი: "ჩემი შრომა და თავდადება ბორდალასმა დაინახა"