სადიო მანე
Aa
Aa

უარი პსჟ-ს - რატომ მიდის მანე ბაიერნში? ანაზღაურება და მნიშვნელოვანი როლი გუნდში

„ბაიერნი“ სადიო მანეს შეძენაზე მუშაობას განაგრძობს. მიუნხენელები დარწმუნებულნი არიან, რომ სენეგალელს გაიფორმებენ.

ამ მომენტისთვის კლუბებს შორის სატრანსფერო თანხის ოდენობის შეთანხმება რჩება, რის შემდეგაც ტრანსფერი დადასტურდება. თავად მანემ „ბაიერნთან“ უკვე თითქმის ყველა დეტალი დააზუსტა.

მოლაპარაკებებში დიდ როლს თამაშობს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი. ამის შესახებ Sport1-ს მანეს გარემოცვამ განუცხადა. ფეხბურთელი სწორედ მასთან საუბრის შემდეგ მოიხიბლა „რეკორდმაისტერით“ და „ალიანს არენაზე“ თამაშის სურვილი გაუჩნდა.

სალიჰამიჯიჩმა მანეს გუნდში მნიშვნელოვანი როლი შესთავაზა და პროექტი ზუსტად აუხსნა. სწორედ ამიტომ, სადიომ პსჟ-ს ვარიანტს ყურადღება აღარ მიაქცია. პარიზულ კლუბში მისი როლი არც ისე დიდი იქნებოდა.

გარდა ამისა, როცა ტრანსფერი შედგება, სენეგალელი „ბაიერნის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. მას წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ევრო ექნება. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულში“ სადიოს წლიური ანაზღაურება 12 მილიონია.

წყაროს ცნობით, მანეს ტრანსფერი გუდიდან ლევანდოვსკის აშკარა წასვლას ნიშნავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ „ბაიერნში“ მის თავს ვეღარ ხედავს. გუნდი შესაძლოა სერჟ გნაბრიმაც დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები