გოლდენ სტეიტ უორიორსი, ბოსტონ სელტიკსი
Aa
Aa

NBA: რეკორდები და მაგარი თამაში - ბოსტონმა გოლდენს მოუგო

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალების პირველი შეხვედრა გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ კედლებში „ბოსტონს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 108:120 დამარცხდა.

მე-4 მეოთხედის წინ „გოლდენი“ თამაშს 14 ქულით იგებდა, თუმცა „ბოსტნმა“ საოცარი კალათბურთი ითამაშა და დასკვნითი 12 წუთი 40:16 მოიგო.

„უორიორსის“ რიგებში 35 ქულით საუკეთესო სტეფ კარი იყო. 20 ქულა ჰქონდა უიგინსს.

„ბოსტონმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და 5 მოთამაშეს 10 ქულაზე მეტი ჰქონდა. საუკეთესო ალ ჰორფორდი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნს 24 ქულა ჰქონდა, დერიკ უაითს 21, მარკუს სმარტს 18, ჯეისონ ტეიტუმს კი ორმაგი დუბლი - 12 ქულა, 13 გადაცემა.

საინტერესო ფაქტები

„გოლდენ სტეიტმა“ წელს პლეი-ოფების დაწყებიდან შინ პირველი შეხვედრა წააგო.

ფინალური სერიის პირველ მატჩებს შორის „გოლდენმა“ და „ბოსტონმა“ სამქულიანების რეკორდი მოხსნეს. ერთი ტაიმის რეალიზებისთვის საწყის 24 ქუთში მათ 20 სამქულიანი ჩააგდეს. 11 სტუმრებმა, ხოლო 9 მასპინძლებმა.

ფინალური სერიის ახალი რეკორდი დაამყარა სტეფ კარიმ, რომელმაც პირველ მეოთხედში 6 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეისტონ ტეიტუმისთვის ეს სადებიუტო ფინალი იყო (ისევე როგორც მთელი გუნდისთვის). მან კი 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც დებიუტანტებს შორის რეკორდია.

ალ ჰორფორდმა 6 სამქულიანი ჩააგდო და კარიერის რეკორდი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები