ერთა ლიგა
Aa
Aa

გიბრალტარის მწვრთნელი: ,,ველოდით, რომ რთული შეხვედრა გამოვიდოდა"

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო, დინამო არენაზე გიბრალტარს უმასპინძლა და ანგარიშით - 4-0 დაამარცხა.

ვილი სანიოლის ნაკრებისთვის ივნისი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან აღნიშნული შეხვედრის გარდა, 12 ივნისის ჩათვლით, კიდევ 3 მატჩი (მათ შორის, 2 შეხვედრა სტუმრად ,  1 - სახლში) აქვს ჩანიშნული.

დაპირისპირება გიბრალტარის მთავარმა მწვრთნელმა,  ხულიო რიბასმა შეაფასა:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და კარგი შეხვედრაც ჩაატარა. როგორც მე ვიცი, პარალელურად მიმდინარე მატჩში ბულგარეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ქულები გაიყვეს,  ამიტომ ძირითადი შედეგები შემდეგ მატჩებში გამოჩნდება.

თბილისში გვითამაშია და ველოდით, რომ რთული შეხვედრა გამოვიდოდა. რამდენადაც უკმაყოფილო ვარ მატჩის შედეგით, იმდენად კმაყოფილი ვარ, რადგან საინტერესო მატჩი შედგა - ვთვლი, რომ ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით.

თითოეული მატჩის წინ იმის მიხედვით ვემზადებით, თუ ვის  ვუპირისპირდებით, შესაბამისად, ახლა მომდევნო მატჩისკენ მივმართავთ კონცენტრაციას, რომელსაც ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ გავმართავთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ჯგუფში პარალელურად ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა ანგარიშით - 1- დაასრულა, რის შემდეგაც ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფს ლიდერობს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, ბულგარეთში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა ხვიჩაზე: მეტოქის მეკარისა და ნაპოლის ქომაგების გაოცება მოახერხა
იტალიური პრესა ხვიჩაზე: მეტოქის მეკარისა და ნაპოლის ქომაგების გაოცება მოახერხა