კიდევ ერთი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - რევაზ დავითაძემ ბრინჯაო მოიპოვა!
ალბანეთში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს, ფიცარნაგზე ქართველი სპორტსმენი, რევაზ დავითაძე ვიხილეთ. ჩვენებურმა წარმატებას მიაღწია და გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
89 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში, დავითაძემ 167/ 171 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედლის მფლობელსაც იგივე წონა აქვს დაძლეული, თუმცა ძალოსნობის წესების მიხედვით მედალი მას იმიტომ მიენიჭა, რომ წონა რეზიმდე დაძლია.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 198 კილოგრამს გაართვა და აქაც მე-4 საფეხურზე დადგა, ორჭიდის ჟამში მოგროვილი 369 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა! სათქმელია, რომ აკვრაში მეორე მისვლის შემდეგ, დავითაძემ წელის მცირე ტრავმა მიიღო და მესამე მისვლაზე 202 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო.