ანზორ კავაზაშვილი, პელე
Aa
Aa

კავაზაშვილი პელეს წერილზე: უნდა გავარკვიოთ ეს ვინ დაწერა და ხელმოსაწერად მას მისცა

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი პელეს წერილს გამოეხმაურა, რომელიც ფეხბურთის მეფემ ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„გაკვირვებული ვარ საერთაშორისო იმპერიალიზმით. პოლიტიკა ახლა სპორტზე და ფეხბურთზე გადავიდა, ჩვენ ყველგან დაგვაშორეს დასავლელი პოლიტიკოსების კარნახით. და აი, მისი მიმართვით ჩნდება პატივცემული პელე.

ყველამ იცის, რა მდგომარეობაშია ახლა პელე, ჯანმრთელობის რა პრობლემები ჰქონდა ბოლო წლებში. უნდა გავარკვიოთ, ვინ დაწერა ეს წერილი და მისცა ხელმოწერისთვის და კატეგორიულად დავგმოთ! არ ვისურვებდი ფეხბურთის მეფის შეურაცხყოფას, მაგრამ ეს მისი მხრიდან უღირსი ქმედებაა.

ჩემი აზრით, ერთადერთი და უკანასკნელი ასეთი აქტი მის ცხოვრებაში. პელეს უფლება არა აქვს, თავისი პოზიცია გაამჟღავნოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. ფაქტობრივად, ვწუხვარ კიდეც, რომ ის ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას არც კი მოუწია ამაში მონაწილეობაზე დათანხმება“.

- თქვა RFU ეთიკის კომიტეტის წევრმა და ყოფილმა ფეხბურთელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი :
ვოლოდიმირ ზელენსკი : "გავედით, ვიბრძოლეთ, გავძელით და მოვიგეთ"