პოლ პოგბა
Aa
Aa

გუარდიოლა პოგბას პირადად ესაუბრა, თუმცა ის მაინც იუვენტუსში მიდის

პეპ გუარდიოლას პოლ პოგბას თავის გუნდში ხილვის სურვილი აქვს და მას უკვე პირადადაც ესაუბრა.

The Athletic-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პირადად შეხვდა ფრანგს, რათა დაერწმუნებინა ის, რომ „სიტიში“ გადავიდეს. გუარდიოლამ ფეხბურთელს აუხსნა, თუ რატომ უნდა მისი გუნდში ხილვა.

ცოტა ხნის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა პოგბას კონტრაქტი შესთავაზა. პოლის ხელფასი „სიტიში“ არ იქნებოდა ისეთი მაღალი, როგორც კევინ დე ბრუინის ან ერლინგ ჰოლანდის, მაგრამ ის გახდებოდა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.

პოგბა დაფიქრდა შეთავაზებაზე, რომელიც უკვე მიიღო, მაგრამ უარი თქვა მასზე იმის გამო, თუ როგორი რეაგირება ჰქონდა პრესას ამ შესაძლო ტრანსფერზე, რამაც „იუნაიტედის“ ქომაგები კიდევ უფრო გააღიზიანა.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

Goal Italy-ს ცნობით, პოგბა „ბებერ ქალბატონს“ უკვე პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და მალე ხელშეკრულებაც გაფორმდება.

სახელდება სავარაუდო ანაზღაურებაც, რომელიც წლიურად 7.5 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი 3-წლიანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პელე პუტინს: შეწყვიტე ეს! ძალადობას ვერაფერი გაამართლებს
პელე პუტინს: შეწყვიტე ეს! ძალადობას ვერაფერი გაამართლებს