გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ახალი მსურველი გამოუჩნდა - მამარდაშვილი ესპანური კლუბის რადარზე მოექცა

ესპანურ პრესაში „ვალენსიას“ ქართველ მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. აქამდე, „მამარდა“ პრემიერ ლიგის გრანდებს, „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს, ახლა კი ლა ლიგის კლუბის შესახებ დაიწერა.

El Gol-ის ინფორმაციით, „მესტალიაზე“ შექმნილ მდგომარეობას „ვილიარეალი“ აქტიურად აკვირდება და მზადაა, იგივე გააკეთოს, რაც 2020 წელს, დანი პარეხოსთან მიმართებით გააკეთა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცის, უნაი ემერის რადარზე რამდენიმე ფეხბურთელია და ერთ-ერთი მათგანი მამარდაშვილი გახლავთ.

„ქართველი მეკარე ვალენსიას დასატოვებლად ემზადება და შესაძლოა, ვილიარეალში გადავიდეს. ორი აზრი არაა, რომ იგი ნიჭიერი მოთამაშეა და ექსტრაორდინალური რეფლექსები აქვს. ვალენსიამ გიორგი 1 მილიონ ევროზე ნაკლების სანაცვლოდ გაიფორმა და მისი გაყიდვის შემთხვევაში, გაცილებით მეტს მიიღებს.

ვალენსიას ხელმძღვანელები მამარდაშვილისთვის მინიმუმ 6 მილიონს მოითხოვენ, ვილიარეალს კი ამხელა ბიუჯეტი არ აქვს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ყვითლები მეკარეში 3 მილიონის დახარჯვას გეგმავენ და დიდი შანსია, ეს საკითხი გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინანსური სარგებლის მიზნით - ბარსელონა ნოუ კამპს ნებისმიერ ადამიანზე გააქირავებს
ფინანსური სარგებლის მიზნით - ბარსელონა ნოუ კამპს ნებისმიერ ადამიანზე გააქირავებს