მანჩესტერ სიტი, ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

მორიგი ბრალდება წაუყენეს - ბენჟამინ მენდი სასამართლოში დაიბარეს

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილ ფეხბურთელს ბენჟამინ მენდის მორიგი ბრალდება წაუყენეს. აქამდე, 27 წლის ფრანგს რვა ბრალდება გაუპატიურებაში ედებოდა, ხოლო თითო-თითო სექსუალურ ძალადობაში და გაუპატიურების მცდელობაში. დღეს კი ახალი მომჩივანი გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბენჟამინი მიმდინარე წლის იანვარში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და თავად ფეხბურთელი ყველა დანაშაულს უარყოფს გარდა იმ ერთისა, რომელიც ჯერ არ წაუყენებიათ. ჯერჯერობით სასამართლოს არ სურს გაახმაუროს, თუ ვინ და რა მუხლით ჩივის.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ყველა ეს დანაშაული 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მენდის სახლში მოხდა. დღევანდელი საჩივრის შემდეგ, გადაწყდა, რომ ბენჟამინი 25 ივლისს ლუის საჰასთან ერთად სასამართლოში წარსდგება. მსგავსად მენდისა, საჰაც თავს უდანაშაულოდ სცნობს.

ყველა ამ ინფორმაციას, ავტორიტეტული გამოცემა BBC ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მენდი „სიტის“ ღირსებას 2017-18 წლების სეზონიდან იცავს. „ქალაქელთა“ რიგებში მან 75 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები