ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი: "ჩემი შრომა და თავდადება ბორდალასმა დაინახა"

როდესაც გიორგი მამარდაშვილი ტიბო კურტუას გმირულ თამაშს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უყურებდა, ალბათ ფიქრობდა, თუ რა შეიძლება მომხდარიო კოპა დელ რეის ფინალში ერთი თვის წინ..

კურტუას მსგავსად, მამარდაშვილიც მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალე და მისი კარგი თამაშის გამო „ვალენსიამ“ პენალტების სერიამდე მიაღწია, თუმცა იქ დამარცხდა..

ამ სიტყვების გამოცემა batzine.net წერს, რომელიც ქართველი მეკარის ინტერვიუს გვთავაზობს.

რა თქვა მამარდაშვილმა?

„იმედი გამიცრუვდა. მნიშვნელოვანი პენალტის მოგერიებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. საკმაოდ უიღბლო მომენტი იყო. რა თქმა უნდა, ჩემი ინდივიდუალური თამაშით ბედნიერი ვარ, მაგრამ უფრო გახარებული ფინალის მოგების შემთხვევაში ვიქნებოდი.

ჩემი აზრით, „ვალენსიას“ შემადგენლობაში ასაკს და სახელს იქამდე არ აქვს მნიშვნელობა, სანამ მაღალ დონეზე თამაშობ. მადლიერი ვიყავი, როდესაც პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. მჯერა, რომ ჩემი შრომა და თავდადება ბორდალასმა დაინახა, რომელმაც სრული ნდობა გამომიცხადა.

ვფიქრობ, ძალიან რთული და ემოციური სეზონი გვქონდა, რომელსაც ბევრი გამოწვევა ახლდა თან, მაგრამ მჯერა, რომ ბევრი რამის გაკეთება უფრო უკეთესად შეგვეძლო.“

მამარდაშვილი დღეს

როგორც მოგეხსენებათ, „ვალენსიაში“ სერიოზული კრიზისია. კლუბი ბორდალასმა და პრეზიდენტმა დატოვა. „ღამურები“ ფეხბურთელების გაყიდვაზე არიან გადართული, რათა ფინანსური დავალიანება დაფარონ.

შესაძლო ტრანსფერი მამარდაშვილსაც შეეხო. ქართველი მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს. ჯერჯერობით „მამარდა“ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს“ - რას წერენ ბრიტანულ პრესაში მამარდაშვილზე
„კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს“ - რას წერენ ბრიტანულ პრესაში მამარდაშვილზე