სექსი, სასმელი, ნარკოტიკები - რამ შეცვალა პატოს ცხოვრება უკეთესობისკენ?
ერთ დროს ფეხბურთის ვარსკვლავს ალეშანდრო პატოს დღეს ძვირადღირებული სახლის ყიდვა თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა..
„ორლანდო სიტის“ თავდამსხმელმა აღიარა, რომ კარიერის საწყის წლებში აღვირახსნილი ცხოვრებით ცხოვრობდა და მეტიც, მამამისთან ერთად „სექს სასტუმროშიც“ კი დაბინავდა.
პატომ სხვადასხვა დროს „მილანის“ და „ჩელსის“ მაისური მოირგო და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა მისი განვლილი გზა იოლი არ იყო.
პატო:
„ჩინეთიდან წამოსვლის შემდეგ, სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან მქონდა და მარტო ვიყავი. ამიტომ გართობა გადავწყვიტე და ლოს-ანჯელესში წავედი. საუკეთესო სასტუმრო, საუკეთესო მანქანა და საუკეთესო წვეულება მსურდა.
ბოლოს ისეთ ადგილზე აღმოვჩნდი, სადაც ზუსტად ჩემს პირდაპირ ვიღაც გოგონა კოკაინს იყნოსავდა. უცებ გავიფიქრე: „აქ რას ვაკეთებ?“ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა.. ეს იყო ცარიელი სამყარო. ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ მარტო ყოფნა არ მინდოდა..
ბრაზილიაში დავბრუნდი და ჩემს ყოფილ შეყვარებულს რებეკას მივწერე. ყავის დასალევად წავედით და მივხვდი, რომ მთელი ცხოვრების გატარება მასთან ერთად მინდოდა. ბიბლიას ყველაფრის პასუხი აქვს. ჩვენ ეკლესიაში წავედით და ჯვარი დავიწერეთ. ეს გამოცხადებას ჰგავდა.. იმ დღეს ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა..“
რას გულისხმობდა პატო „სექს სასტუმროში“?
„ნება მომეცით აგიხსნათ. დედაჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობდა. ყველანაირი ტვირთი მამაჩემს დააწვა. ჩემი და ჩემი ძმის რჩენა მას დაეკისრა. ის მთელი დღე გარეთ იყო და სხვადასხვა შენობებს აშენებდა. სახლში საჭმელი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ განათლებისთვის ვერაფერს ვაკეთებდით. წიგნების ფული არ გვრჩებოდა.
„ინტერნაციონალში“ შესარჩევ ვარჯიშზე წავედით. 9 საათი ვიმგზავრეთ. როგორც აღმოჩნდა, მამას ნორმალური სასტუმროს ფული არ ჰქონდა. კრეატივის ჩართვა მოუწია. რა გააკეთა მან? „სექს-სასტუმროში“ დაგვაბინავა, რადგან მეტის საშუალება არ ჰქონდა.
ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი კარგად ვერ გავიაზრე. ძალიან პატარა ლოგინი დამხვდა. ასეთ სასტუმროში ადამიანებს მეძავებთან სექსი ჰქონდათ და ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი იქ. ამ საკითხზე დღემდე ვეხუმრები მამაჩემს.“