გიორგი მამარდაშვილი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - მამარდას ვალენსიას ახალი მწვრთნელი ეყოლება

ზაფხულში, „ვალენსიაში“ ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ. ესპანური და იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ერთ-ერთი ხოსე ბორდალასის გუნდიდან წასვლა იქნება. „ღამურების“ მფლობელებს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ და ჯენარო გატუზოს დანიშვნას აპირებენ.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი სინგაპურში იმყოფება, რათა „ჩეს“ მფლობელებს შეხვდეს და დეტალებზე ისაუბროს. მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დიდი შანსია, გატუზო „მესტალიაზე“ ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს „ნაპოლიში“, „მილანში“, „პალერმოში“, „პიზაში“, „სიონში“ და „ოფიში“ უმუშავია. ბოლოს იგი „პარტენოპეის“ წვრთნიდა, სადაც 2019 წელს დაინიშნა და გუნდში 2021 წლამდე დარჩა. 2020-21 წლების სეზონში, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანა და წასვლა მოუწია. სხვათა შორის, „ნაპოლის“ შემდეგ, იგი „ფიორენტინაში“ დაინიშნა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებიდან 2 კვირის შემდეგ, მხარეებმა შეთანხმება გაწყვიტეს.

გეტყვით იმასაც, რომ „ვალენსიას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ზაფხულში, ნებისმიერი ფეხბურთელის გასაყიდად მზად იქნება. უცხოურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ ერთ-ერთი შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილი იყოს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
700 მილიონი ტრანსფერებისთვის - ბარსელონას გეგმები
700 მილიონი ტრანსფერებისთვის - ბარსელონას გეგმები