სპორტფოტო, თამარ ჯიშკარიანი, ლერი ხაბელოვი
Aa
Aa

სპორტფოტო 2021 - ტრადიციულ ფოტო გამოფენა ბადრი კეთილაძის ხსოვნას მიეძღვნა

„სპორტფოტო“, 2022 წლის 31 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში, უკვე მერვედ იმართება. ტრადიციული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად იმართება, თბილისიდან დაიწყო და თავდაპირველად, ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში 2021 წლის სპორტულ შედეგებს, 140 ფოტო-კადრში აჯამებს.

პროექტი, რომელმაც 2014 წლიდან თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა თბილისის სპორტულ ცხოვრებაში, ცდილობს, ამ სახით, სპორტული ფოტოგრაფებიც და თავად სპორტსმენებიც წაახალისოს. „სპორტფოტოს“ მიზანია, განვლილი წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ფოტო-მატიანე შექმნას და სპორტული ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია და ამ სფეროში, ახალი თაობის მოზიდვა მოახდინოს.

ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

თამარ ჯიშკარიანი - "სპორტფოტო 2021"-ის ორგანიზატორი

ტრადიციულად, პროექტი თემატურად, ოლიმპიური რგოლების პრინციპით იყოფა, 2021 წელი ისტორიული და წარმატებული გამოდგა ჩვენი ოლიმპიელებისთვის. სწორედ ამ ისტორიას, მის მთავარ ამბებს და მოვლენებს წარმოგვიდგენს ტრადიციული სპორტული ფოტო-კატალოგი. პროექტ „სპორტფოტოს“მე-8 გამოცემაში ერთი თავი მთლიანად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოხარულია, რომ, როგორც პარტნიორი, მონაწილეობს წლის ისტორიის შემაჯამებელი კატალოგის გამოცემაში.

სამწუხაროა, რომ „სპორტფოტო 2021“ ბადრი კეთილაძისთვის ბოლო აღმოჩნდა. მრავალი თაობის აღმზრდელი ბადრი იანვრის თვეში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. 30 წელზე მეტია, რაც ბადრი კეთილაძე ქართულ სპორტულ მედიაში საკუთარ კვალს ტოვებდა. 2014 წელს, 2 ივლისს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს, ფოტოგრაფს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა საპატიო სიგელი გადასცა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „წონას შევიცვლი და მერაბს შანსს მივცემ საქართველოს ისტორია დაწეროს
ალჯო: „წონას შევიცვლი და მერაბს შანსს მივცემ საქართველოს ისტორია დაწეროს"