გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს“ - რას წერენ ბრიტანულ პრესაში მამარდაშვილზე

ბოლო დღეების განმავლობაში, ბრიტანულ პრესაში გიორგი მამარდაშვილის მომავალი აქტუალური თემაა. ესპანურმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელი ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედს“, შემდეგ კი „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს და „ნისლიან ალბიონზე“ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Teamtalk: „ტოტენჰემი ახალ გოლკიპერს ეძებს, რომელიც კლუბის კაპიტანს, უგო ლორისს კონკურენციას გაუწევს. ფრანგს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 სეზონით აკავშირებს, მაგრამ ლონდონელებს სურთ, რომ მას ბევრად ძლიერი კონკურენტები ჰყავდეს. ფრეიზერ ფორსტერი დეზებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება, მაგრამ ახალგაზრდა მეკარეა საჭირო, რომელიც ლორისს მაქსიმუმის გამოსავლენად ბიძგს მისცემს. 21 წლის მამარდაშვილს მთელი კარიერა წინ აქვს. მან ვალენსიას მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა და ესპანურ კლუბს დინამო თბილისიდან შეუერთდა, რომლის რიგებშიც, მხოლოდ 22 გოლი გაუშვა. ლა ლიგაში მან 18 მატჩში კარი მშრალად რვაჯერ შეინახა. 1.99 მეტრის გიგანტი მესტალიაზე თავის სახელს ყველას აცნობს, მაგრამ შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს“.

The Hard Tackle: „21 წლის მამარდაშვილი ნიჭიერი ახალგაზრდაა და კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ვალენსიას სხვა გამოსავალი რომ ჰქონდეს, მის გაშვებაზე თანახმა ნამდვილად არ იქნებოდა. გიორგის გადაბირება ტოტენჰემსა და მანჩესტერს სურთ და მიზნის მიღწევას ზაფხულში შეეცდებიან. მამარდაშვილს დარტყმების მოგერიება კარგად გამოსდის და განსაკუთრებით ეფექტური ახლო მანძილიდან განხორციელებული დარტყმებისას არის. ამასთან, მას აქვს უნარები, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გუნდის მთავარი გოლკიპერი იყოს და დრო გვიჩვენებს მანჩესტერში ან ტოტენჰემში ამას შეძლებს თუ არა“.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „წონას შევიცვლი და მერაბს შანსს მივცემ საქართველოს ისტორია დაწეროს
ალჯო: „წონას შევიცვლი და მერაბს შანსს მივცემ საქართველოს ისტორია დაწეროს"