2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ასანიძის ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს საქართველოს სახელით კახი ასანიძე (73 კგ.) გამოვიდა. მის აქტივში 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.
ატაცში, კახი ასანიძემ 144/150 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აკვრაში, ქართველმა ძალოსანმა 172/176 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში 326 კილოგრამი დააფიქსირა და საქართველოს მესამე მედალი, ვერცხლის მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს გოდერძი მიშველიძემ (55 კგ.) ატაცში 114 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიშველიძემ აკვრაში წარუმატებლად იასპარეზა, სამი ცდიდან ვერც ერთი გამოიყენა.
ტურნირის მეორე დღეს შოთა მიშველიძე (67 კგ.) გამოვიდა. მან ატაცში 135,139 და 142 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში დაფიქსირებული 165 კგ-ით მესამე ადგილზე გავიდა. ორჭიდში დაფიქსირებული 307კგ-ით ქართველ ძალოსანს ვერცხლის მედალი ერგო.
ატაცში, გოგა ჩხეიძემ პირველ ცდაზე 131 კგ ასწია, მეორე მისვლაზე 134 კგ-ს შეეჭიდა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა, დასკვნით ცდაზე კი 137 კილოგრამს მოერია და აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
აკვრაში, გოგა ჩხეიძემ პირველ მისვლაზე ჯერ 155 კილოგრამი ასწია, შემდეგ 159 კილოგრამს შეეჭიდა წარმატებით, მესამე ცდაზე კი ტრავმის გამიზეზების გამო 163 კგ-ის დაძლევა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, გოგამ კატეგორია მე-6 ადგილზე დაასრულა.
საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში მიშველიძემ 307 კგ დააფიქსირა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გოგა ჩხაიძემ კი 296 კგ-ით ასპარეზობა უმედლოდ, მე-4 ადგილზე დაასრულა.