იაკობ ქაჯაია, ლერი აბულაძე
Aa
Aa

დიდი აღიარება - აბულაძე და ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის სათავეში

ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის, მსოფლიო რეიტინგში 63 კგ. წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე პირველ ადგილზეა. 130 კგ. წონით კატეგორიას იაკობ ქაჯაია ლიდერობს.

მათ გარდა, 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია მესამე პოზიციაზეა, აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის და იაპონელ კენ მაცუის ჩამორჩება.

მსოფლიო რეიტინგში 67 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე მეორე ნომერია, მას ირანელი მოჰამედრეზა გერაი უსწრებს. 72 კგ. წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე მე-15 ნომერია. 82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე მეექვსე პოზიციაზეა. 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელია მეცხრე ადგილს იკავებს.

ყველაზე დაბალ პოზიციაზე ირაკლი ძიმისტარიშვილია, 60 კგ. წონით კატეგორიაში მე-17 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
წლის განსაცვიფრებელი ეპიზოდი - თორნიკე შენგელია საუკეთესოა
წლის განსაცვიფრებელი ეპიზოდი - თორნიკე შენგელია საუკეთესოა