პსჟ
Aa
Aa

25 მილიონი ევრო წელიწადში - ზიდანმა ალ-ხელაიფის მორიგი უარი უთხრა

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ზინედინ ზიდანმა ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონის გაწვრთნაზე უარი განაცხადა და ამით „რეალს“ სოლიდარობა გამოუცხადა.

მბაპეს ძალიან ბევრ ბენეფიტთან ერთად, ნასერ ალ-ხელაიფი ზიდანის დანიშვნას დაჰპირდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ესპანური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს პრეზიდენტს „ზიზუს“ გადაბირების იმედი ჯერ არ დაუკარგავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ალ-ხელაიფი ფრანგ სპეციალისტს შეხვედა და კოლოსალური ხელფასის შესთავაზა. საუბარი წლიურად 25 მილიონ ევროზე გახლავთ, თუმცა აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ მოლაპარაკებაში არანაირი წინსვლა არ არსებობს.

ზინედინ ზიდანის უმთავრესი სურვილი საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაა და ის დიდიე დეშამის წასვლას ელოდება. ასევე, „ზიზუ“ არასდროს მალავდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ყოველთვის „მარსელს“ გულშემატკივრობდა და ეს უარის თქმის ერთ-ერთი ფაქტორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი:
მესი: "რეალმა მოგვკლა, ოქროს ბურთს ბენზემა იმსახურებს"