გიორგი წიტაიშვილი, ლაშა დვალი, იგორ სურკისი, კიევის დინამო, ფერენცვაროში
Aa
Aa

ფერენცვაროშმა მოლაპარაკება განაახლა - წიტაიშვილი უნგრეთის ჩემპიონში?

''ფერენცვაროშმა'' გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონი წიტაიშვილის თაობაზე კიევის ''დინამოსთან'' აქტიურ მოლაპარაკებაში იყო, თუმცა კიევის ''დინამოს'' პრეზიდენტი იგორ სურკისი სატრანსფერო თანხამ არ დააკმაყოფილა, შეთანხმება ამ მიზეზის გამო ჩაიშალა. 

ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა იჯარით კრაკოვის ''ვისლაში'' ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კრაკოვული გუნდი ელიტიდან გავარდა, 21 წლის ფეხბურთელი გამორჩეული იყო, ექსტრაკლასაში 7 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

CrystalSport-ის ინფორმაციით ''ფერენცვაროშის'' მიზანი კიევის ''დინამოსთან'' მოლაპარაკებაში ფეხბურთელის გამოსყიდვაა, უნგრული გუნდი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას არ განიხილავს. წიტაიშვილის გადაბირება დიდი თანხის გაღებასთანაა დაკავშირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში სურკისი წიტაიშვილს არ დათმობს. მარტის თვეში ფეხბურთელი უნგრულ კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმა, თუმცა გარიგება ჩაიშალა, მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

CrystalSport-ის ცნობით, 2021 წლის ზაფხულში წიტაიშვილს წინადადება ბელგიის უმაღლესი ლიგიდან ჰქონდა, თუმცა იმ მომენტში სურკისმა უკრაინის ფარგლებს გარეთ არ გაუშვა და მხოლოდ ''ჩერნომორეცთან'' საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა.

უნგრული მედიის ცნობით, ''ფერენცვაროშს'' ლაშა დვალი დატოვებს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. ''ფერენცვაროშთან'' კონტრაქტი გიორგი ხარაიშვილს აკავშირებს, თუმცა მას ტრავმის გამო დიდი ხანია არ უთამაშია, 2021-22 წლების სეზონი სრულად გაუცდა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულში წიტაიშვილი კიევის „დინამოსთან“ ერთად ფრანგულ შეკრებაზე იმყოფებოდა, თუმცა მირჩა ლუჩესკუსთან მისი თანამშრომლობა არ შედგა, რის შემდეგაც გიორგი იჯარით ოდესურ კლუბს, „ჩერნომორეცს“ შეუერთდა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის გამო ფეხბურთელმა იჯარით კრაკოვის ''ვისლაში'' ითამაშა, ამჟამად კი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეა, ერთა ლიგის შეხვედრებისთვის ემზადება.

წიტაიშვილი, რომელიც ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონშია დაბადებული, კიევის ''დინამოს'' აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: „მამარდაშვილის მსურველთა სიას ტოტენჰემი შეუერთდა“
Marca: „მამარდაშვილის მსურველთა სიას ტოტენჰემი შეუერთდა“