მილანი, პსვ, მარიო გიოტცე
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - მილანი გიოტცეს შეძენას ცდილობს

ერთ დროს კაშკაშა ვარსკვლავი მარიო გიოტცე ბურთს ახლა პსვ-ში აგორებს. სამწუხაროდ, მისი კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ამას გულშემატკივრები და საფეხბურთო ექსპერტები ვარაუდობდნენ.

SPORT1-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი გერმანელ შემტევთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ მარიოს გადაბირებით „ბენფიკა“ და „მილანი“ ინტერესდებიან, თუმცა, თუ პატრიკს დავუჯერებთ „როსონერი“ გაცილებით დიდ ინტერესს იჩენს. გიოტცეს გამოსასყიდი 4-5 მილიონი ევროა.

სტეფანო პიოლის გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ისეთი გამოცდილი კადრის დამატება, როგორიც გიოტცეა, ნამდვილად სასურველია. ბერგერის ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელის აგენტსა და „მილანს“ შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

გიოტცე პსვ-ში

29 წლის შემტევი ნიდერლანდურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, გიოტცემ „ეინდჰოვენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 77-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფორვარდი და მარცხენა მცველი - ანჩელოტიმ კლუბს ტრანსფერები შეუკვეთა
ფორვარდი და მარცხენა მცველი - ანჩელოტიმ კლუბს ტრანსფერები შეუკვეთა