ქართული კალათბურთი, თორნიკე შენგელია, კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

წლის განსაცვიფრებელი ეპიზოდი - თორნიკე შენგელია საუკეთესოა

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, უკრაინის წინააღმდეგ თორნიკე შენგელიას ეპიზოდი FIBA-მ 2021 შესარჩევი ეტაპების ყველაზე განსაცვიფრებელ მომენტად დაასახელა.

FIBA-ს მიერ საკვალიფიკაციო ეტაპიდან 4 ეპიზოდი იყო შერჩეული, მათგან საუკეთესო კი სწორედ ქართველი კალათბურთელის ჩატენვა გახდა.

რას წერს FIBA:

ამ დროს, ორივე ქვეყნისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან როგორც საქართველო, ისე უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე ჯგუფში ცდილობდა გასვლას, განსაკუთრებული წნეხი კი ქართველ კალათბურთელებზე იყო, რომლებიც საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ.

თორნიკე „თოკო“ შენგელიამ უკრაინის წინააღმდეგ ამ ლამაზი ეპიზოდითაც დაგვამახსოვრა თავი. კლასიკურ მატჩში, რომელშიც ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა, ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარი ფარიდან მოხსნა ბურთი და ბრწყინვალე გარბენით ის მეტოქის ფარში ჩატენა, რითაც საკუთარი გუნდის ჩამორჩენა შეამცირა. ეს იყო ბრწყინვალე მომენტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშისგან.

საქართველომ შეხვედრა 88:83 მოიგო, თოკო კი უკრაინისთვის ორმაგი უბედურება იყო. მან შეხვედრა 16 ქულით და 13 მოხსნით დაასრულა, საქართველოს ნაკრებმა კი ამ დრომდე საკვალიფიკაციო ეტაპის 4 შეხვედრიდან 3-ში გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში მომდევნო ორ შეხვედრას 1 და 4 ივლისს გამართავს. ქართველი კალათბურთელები ჯერ უკრაინის ნაკრებს ეწვევიან, შემდეგ კი თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია