ოუენი ფინალზე: თუ გუნდი მოიგებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესია
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ბევრმა ექსპერტმა და ვეტერანმა მოთამაშემ თავისი ანალიზი გააკეთა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაიკლ ოუენი იყო, რომელიც ახლაც თვლის, რომ „ლივერპული“ „რეალზე“ უკეთესი გუნდია.
„ლივერპულმა ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ აქ თქვენ რეალის წინაშე ქედი უნდა მოიხაროთ. ეს კლუბი დიდ მატჩებს ძალიან მარტივად იგებს.
ჩვენ, როგორც ექსპერტებმა, უნდა გავაზიაროთ ჩვენი აზრი. აშკარად შევცდი, ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, ვინც ლივერპულზე ფსონი დადო. სტივენ ჯერარდმაც და რიო ფერდინანდმაც იგივე თქვეს ეთერში, რაც მე. მაგრამ თქვენ ყველამ ჩვენზე მეტი იცით...
თუ გუნდი მოიგებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესია. იტყვით, რომ მადრიდის რეალი დაამარცხებს ლივერპულს, თუ ისინი კვლავ შეხვდებიან მომავალ კვირას? ან მანჩესტერ სიტი, რომელიც მათ წინააღმდეგ დომინირებდა 180 წუთიდან 160-ში. მადრიდის რეალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლივერპული უფრო ძლიერია.
რეალი მათ გაუმკლავდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ერთი მატჩი ერთი მატჩია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ლივერპული ყველაზე საშიში გუნდია ევროპაში, ისინი მეტოქეებს აშინებენ. მათ არ აქვთ ორი დიდი თასი ამის დასამტკიცებლად და ეს არის ყველაზე დიდი აბი, რომელიც უნდა გადაყლაპოს",
- თქვა ოუენმა BT Sport-ის ეთერში.