გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Marca: „მამარდაშვილის მსურველთა სიას ტოტენჰემი შეუერთდა“

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საკუთარ რიგებში ხილვით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას გავლენიანი Marca ავრცელებს და გვაუწყებს, რომ ახალგაზრდა გოლკიპერის გადაბირება „ტოტენჰემს“ სურს.

„ვალენსია ყველა ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა. როგორც ბორდალასმა განაცხადა, ზაფხულში, კლუბმა ტრანსფერებით 70 მილიონი ევრო უნდა მიიღოს და ღამურები ყველა ვარიანტს განიხილავენ. მამარდაშვილი დიდი ხანი არაა, რაც ვალენსიაში იმყოფება. კლუბმა მის სანაცვლოდ მილიონ ევროზე ნაკლები გადაიხადა და მისი სახით მაღალი დონისა და პერსპექტიული მეკარე გაიფორმა. სხვა ეპოქის ვალენსიაში იგი ძირითადი გოლკიპერი დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა, მაგრამ ახლა მესტალიაზე ყველაფერი სხვანაირადაა. ქართველი ფეხბურთელით პრემიერ ლიგის გუნდები დაინტერესდნენ და მანჩესტერ იუნაიტედს ტოტენჰემი შეუერთდა.

ვალენსიასა და ტოტენჰემს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ლონდონური კლუბი ლორისის შემცვლელზე ფიქრობს, რომელიც 36 წლისაა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება. ამ მომენტისთვის, კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვალენსიამ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, ტოტენჰემის შანსები იზრდება“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დრო მოვიდა გზა მომდევნო ლეგენდას დაუთმო“ - თოფურიამ ბარბოზას მიმართა
„დრო მოვიდა გზა მომდევნო ლეგენდას დაუთმო“ - თოფურიამ ბარბოზას მიმართა