კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი - BILD-მა ქართველი ფეხბურთელები გამოარჩია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელშიც ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბების ყველა დროის საუკეთესო 50 ფეხბურთელს ასახელებს. დღეს, „ფრაიბურგის“ ჯერი დადგა და BILD-ის რჩეულთა შორის 3 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.
მე-19 ადგილი: ალექსანდრე იაშვილი
„იაშვილმა ფრაიბურგის მაისურით ყველაზე მეტი, 281 შეხვედრა ჩაატარა და ფოლკერ ფინკეს მთავარი მწვრთნელობისას გუნდის კაპიტანი გახლდათ“.
მე-18 ადგილი: ლევან ცქიტიშვილი
„ქართველმა ფეხბურთელმა ფრაიბურგის რიგებში 7 წლის განმავლობაში ითამაშა და კობიაშვილთან ერთად, რომელიც მოგვიანებით, შალკეში წავიდა, ქომაგებისთვის სასიამოვნო დუეტი შექმნა“.
მე-17 ადგილი: ლევან კობიაშვილი
„კობიაშვილი ლეგენდარული Vili-Zeit-ის ნაწილი გახლდათ. მისი საჯარიმო დარტყმები ნამდვილი იარაღი იყო და ფრაიბურგის მაისურით მან 185 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 35 გოლია“, - წერს გერმანული გამოცემა.
გეტყვით იმასაც, რომ BILD-მა პირველ ადგილზე ნილს პეტერსენი გაიყვანა. მეორე იოახიმ ლიოვი გახლავთ, როდოლფო კარდოსომ კი მესამე პოზიცია დაიკავა.