ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
Aa
Aa

დინამო ბათუმის პრეზიდენტი ნეაპოლში ჩავა - მიზანი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩას შენარჩუნებაა

დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად წარადგენს, ხოლო დინამო თბილისი და გორის დილა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ. ევროტურნირების მატჩები და ცხელი ზაფხული უკვე მოახლოვდა, დინამო ბათუმს კი კონკრეტული გეგმები აქვს - საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე  ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს. კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია, იტალიური გრანდი კი შეკრებას ივლისის პირველ კვირაში იწყებს, მაშინ, როდესაც დინამო ბათუმს ევროტუნირების პირველი ეტაპის შეხვედრები აქვს ჩანიშნული.

უახლოეს დღეებში ნეაპოლში დინამო ბათუმის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძისა და ხვიჩას აგენტის ვიზიტია დაგეგმილი. საუბარი სწორედ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს შეეხება, რათა აჭარულმა კლუბმა კვარაცხელიას შენარჩუნება შეძლოს.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩენპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდი განუთესავთა შორის იქნება და  17 პოტენციური მეტოქე ეყოლება:

ყარაბაღი (აზერბაიჯანი), მალმიო (შვედეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), შერიფი (მოლდოვა), კლუჟი (რუმინეთი), ბოდო/გლიმტი (ნორვეგია), ფერენცვაროში (უნგრეთი), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ლინკოლნი (გიბრალტარი), შემროკი (ირლანდია), მარიბორი (სლოვენია) სლოვანი (სლოვაკეთი), ჰიკ (ფინეთი), ნიუ სენტსი (უელსი).

საქართველოს ჩემპიონი ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად წარადგენს. სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020), თუმცა მათთვის ოქროს მედალი პირველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2023 |  საქართველო 16 მატჩს უმასპინძლებს - რომელ სტადიონზე რამდენი მატჩი შედგება
ევრო 2023 | საქართველო 16 მატჩს უმასპინძლებს - რომელ სტადიონზე რამდენი მატჩი შედგება