სოლერს მოკვლით დაემუქრა - ვალენსიას პრეზიდენტი გადააყენეს
„ვალენსიაში“ სკანდალია. კლუბმა იმდენი ქნა, რომ პრეზიდენტი ანილ მარტი გადააყენა. ამის მიზეზი კი მისი აუდიო ჩანაწერის გავრცელება გახდა, რომელშიც ის კარლოს სოლერს მკვლელობით ემუქრება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ანილი ამ ყველაფერს ხუმრობით ამბობდა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ის „ვალენსიას“ პრეზიდენტი აღარ იქნება. როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც მედია ამბობდა.
„თუ ტრანსფერის გარეშე დატოვებ გუნდს მოგკლავ!“
- მარტი სწორედ ამ წინადადებას შეეწირა.
ჯერჯერობით თავად კარლოს სოლერს კომენტარი არ გაუკეთებია და არავინ იცის რეალურად ხუმრობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი.
„ვალენსიას“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
„საბჭოს სურს განმარტოს, რომ ანილ მარტის საუბარი არის მისი პირადი პოზიცია და არა „ვალენსიასი“. საბჭო თვლის, რომ გულშემატკივრებთან და საზოგადოებასთან ნდობის დასაბრუნებლად ლიდერის შეცვლაა საჭირო. გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩვენს კლუბს დროებით შონ ბაი გაუძღვება, რომელიც „ვალენსიას“ აკადემიის დირექტორი გახლავთ.“
COMUNICADO OFICIAL ⤵️
— Valencia CF (@valenciacf) May 30, 2022