კრივი, გიორგი ყუშიტაშვილი
Aa
Aa

სრული დომინაცია - გიორგი ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონია

ერევანში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მესამე ოქროს მედალი, საერთო ჯამში კი მეოთხე სინჯის მედალი მოიპოვა.

80-86 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ყუშიტაშვილი ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ რაფაელ ჰოვანისიანს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამაჯერებლად დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ 5 მსაჯიდან ოთხმა არჩევანი ქართველი მოკრივის სასარგებლოდ მიიღო, ერთმა კი ფრე დააფიქსირა. ყუშიტაშვილმა სომეხ მეტოქესთან სამივე რაუნდი უპირატესობით წარმართა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიორგი ყუშიტაშვილის გარდა ევროპის ჩემპიონები სახილ ალახვერდოვი და არტიუშ გომციანი გახდნენ, ლაშა გურული კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი წარმატება კრივში: სახილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია
დიდი წარმატება კრივში: სახილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია