მოულოდნელი მარცხი - ციციპასი როლან გაროსს დაემშვიდობა
„როლან გაროსზე“ სენსაცია დაფიქსირდა. ერთ-ერთი ფავორიტი სტეფანოს ციციპასი რეიტინგის მე-40 ნომერს ჰოლგერ რუნეს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში 5:7 6:3 3:6 6:4 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება 3 საათი და 4 წუთი გრძელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ბერძენი ჩოგბურთელი პირველი სეტში წინ იყო გასული. მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა და 3:1 დააფიქსირა, თუმცა ამის შემდეგ დანიელი გააქტიურდა, ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტში ციციპასმა გამოიღვიძა და ყველაფერი იდეალურად შეასრულა, თუმცა ამის შემდეგ, შეცდომებმა იმატა. მესამე სეტში რუნმა 1 ბრეიკი შეასრულა და გამარჯვებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა. მეოთხე სეტში დანიელმა ჩოგბურთელმა ორი ბრეიკი შეასრულა.
ციციპასი ბევრს აქტიურობდა, მეტოქის 1 ჩაწოდება მოიგერია, მაგრამ ეს მატჩის გადარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სტეფანოსი „როლან გაროსს“ დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ბერძენი ვარსკვლავი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში იყო გასული, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.