კრივი, ლაშა გურული
Aa
Aa

ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე - გურული ფინალში დამარცხდა

ერევანში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მესამე მედალი მოიპოვა.

67 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, საქართველოს წარმომადგენელი, ლაშა გურული სერბეთის სახელით მოასპარეზე ვახიდ აბასოვს შეხვდა და სამწუხაროდ, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხა. შესაბამისად, ქართველი მოკრივე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი ორი მოკრივე გახდა. ოქროს მედლები არტიომ გომციანმა (60 კგ) და სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) მოიპოვეს.

დღესვე, ევროპის ჩემპიონობისთვის კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, გიორგი ყუშიტაშვილი იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ოქრო ერევანში - არტიომ გომციანი ევროპის ჩემპიონია!
მეორე ოქრო ერევანში - არტიომ გომციანი ევროპის ჩემპიონია!