კრივი, არტიომ გომციანი
Aa
Aa

მეორე ოქრო ერევანში - არტიომ გომციანი ევროპის ჩემპიონია!

ერევანში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

57-60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არტიომ გომციანი ფინალში ესპანელ ხოსე ქუილეს ბროტონსს შეხვდა და მეტოქე სამი რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

5 მსაჯიდან სამმა მხარი ქართველ მოკრივეს დაუჭირა, ორმა კი გამარჯვება ესპანელს მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი 48 კგ წონით კატეგორიაში სახილ ალახვერდოვი გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში ბულგარელი ერგიუნალ სებატინი დაამარცხა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ფინალურ შეხვედრებს ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი რამდენიმე წუთში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველად ჩემს კარიერაში, ბრძოლისთვის კონკრეტული გეგმით ვემზადები“ - ჯოშუა უსიკთან მატჩ-რევანშზე
„პირველად ჩემს კარიერაში, ბრძოლისთვის კონკრეტული გეგმით ვემზადები“ - ჯოშუა უსიკთან მატჩ-რევანშზე