დიდი წარმატება კრივში: სახილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია
კრივში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) პოლონელე მოკრივე იაკუბ სლომინსკი დაამარცხა, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ბულგარელ ერგიუნალ სებატინს სძლია და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.
ოქროს მედლის მოპოვების შანსი კიდევ სამ ქართველ მოკრივეს აქვს.ალახვერდოვის მსგავსად, არტიუშ გომციანი (60 კგ) დამაჯერებელი იყო, მან 1/2-ფინალში უნგრელ როლანდ ვერესს სძლია. ლაშა გურულმა უელსელი ლოუნ კროფტის ბარიერი დაძლია და ფინალში გავიდა. გიორგი ყუშიტაშვილმა 1/2-ფინალში რუმინელ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. აღნიშნული სამი ფინალური დაპირსპირება დღეს გაიმართება.