თედო აბჟანდაძე
Aa
Aa

ფრანგული მედია: აბჟანდაძე კარიერას მონტობანში გააგრძელებს

Midi Olympique-ს ცნობით, თედო აბჟანდაძე კარიერას ''მონტობანში'' გააგრძელებს. 22 წლის ქართველი მორაგბე, რომელიც 2019 წლიდან TOP 14-ში ''ბრივისთვის'' თამაშობდა, შემდეგ სეზონში რანგით მეორე ლიგის Pro D2-ში იასპარეზებს.

1903 წელს დაარსებული ''მონტობანი'' საფრანგეთის ჩემპიონი 1967 წელს გახდა. გარდა ამისა, Pro D2-ის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (2001, 2006).

2021-22 წლების სეზონში ქართველმა მგეზავმა TOP 14-ში 7 მატჩი ჩაატარა, მოედანზე 352 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 22 ქულაა. აბჟანდაძეს ''ბრივში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, რაც კლუბის შეცვლის მთავარი მიზეზია.

''ბრივის'' გარდა ქუთაისის ''აიასა'' (2016-17, 2018-19) და ირლანდიურ ''ტერენორ კოლეჯში'' ირიცხებოდა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, თედო აბჟანდაძე 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, 26 მატჩში მის აქტივში 160 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების სამი მედალი და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი
მოჭიდავეების სამი მედალი და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი