ვინისიუს ჟუნიორი, ლუკა მოდრიჩი, ედერ მილიტაუ
Aa
Aa

AS: მილიტაო რეალთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს

მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელი ედერ მილიტაო კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს. AS-ის ცნობით, ბრაზილიელი ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა, მხოლოდ მცირე დეტალებია შესათანხმებელი.

24 წლის მცველი, რომელიც ''სან პაულუს'' აღზრდილია, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით 2025 წლის 30 ივნისამდე ''რეალის'' საკუთრებაა. ახალი შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ მხარეები თანამშრომლობას სამი წლით გაახანგრძლივებენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ''რეალთან'' კონტრაქტს მოდრიჩი და ვინისიუს ჟუნიორიც გაახანგრძლივებენ. ასევე, აღნიშნავს, რომ მილიტაოს საკითხი რუდიგერის ტრანსფერზე დამოკიდებული არაა, მადრიდულ გრანდს ორივე მცველთან თანამშრომლობა სურს.

გასული სეზონი მილიტაოს კარიერაში საუკეთესო იყო, ესპანურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო, ლა ლიგის გამარჯვებული კი მეორედ გახდა, პირველად ეს 2019-20 წლების სეზონში შეძლო. 

2021-22 წლების სეზონში მილიტაომ ''რეალის'' მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, 2019 წელს მადრიდის ''რეალმა'' ედერ მილიტაო 50 მილიონ ევროდ ''პორტუდან'' გადაიბირა. ამ გარიგებით სამხრეთამერიკელი ''სამეფო კლუბის'' ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია.

Transfermarkt-ი ედერ მილიტაოს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისკომ რეალის დატოვების შესახებ გამოაცხადა - ესპანელმა მბაპეზეც იხუმრა
ისკომ რეალის დატოვების შესახებ გამოაცხადა - ესპანელმა მბაპეზეც იხუმრა