ისკო
Aa
Aa

ისკომ რეალის დატოვების შესახებ გამოაცხადა - ესპანელმა მბაპეზეც იხუმრა

ესპანელმა ფეხბურთელმა, ისკომ „რეალის“ დატოვების შესახებ განაცხადა. 30 წლის შემტევმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ისკოს პოსტი საკმაოდ გრძელი გახლავთ და მან კილიან მბაპეზეც იხუმრა.

„როცა მალაგაში ვიყავი, ვიცოდი, რომ კლუბი უნდა დამეტოვებინა. სხვა გუნდთან შეთანხმებას მივაღწიე, მაგრამ ჩემს კარზე რეალმა დააკაკუნა და შეუძლებელია, ამ გუნდს უარი უთხრა. ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ.

მახსოვს, ჩემი ახლობლები როგორ ამბობდნენ, რომ რეალს ლიგა დიდი ხანია არ მოუგია, მე კი ჩემს გუნდთან ერთად, ლა დეციმა გავიფორმე და ყველაფერი, რაც მას შემდეგ იყო, ისტორიის ნაწილია. 9 წელი გავიდა და ჩემი მადრიდული თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. ესაა კლუბი, რომელიც იმ ოცნებების ასრულებაში დამეხმარა, რომლებიც ბავშვობაში მქონდა.

ოცნებების გარდა, აქ ბევრად მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე წარმოვიდგენდი. რეალმა მომცა საშუალება, რომ უდიადეს ფეხბურთელებთან ერთად მეთამაშა და გასაოცარ ადამიანებს შევხვედროდი. აქ საოცარი დრო გავატარე და ამას ვერავინ წამართმევს. ეს ყველაფერი კარგად დამამახსოვრდება და იმედია, რომ თქვენც იგივე შეგრძნება გექნებათ.

მინდა, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სავარჯიშო ბაზის პერსონალსა და სანტიაგო ბერნაბეუს მხარდაჭერის, სიყვარულისა და გაწეული სამუშაოს გამო, რომელიც ყველა ფეხბურთელს სჭირდება, მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლიერი ვარ გულშემატკივრების, რომლებმაც შესანიშნავად მიმიღეს და პირველივე დღიდან გვერდში მედგნენ. რეალის ქომაგები ამ გუნდს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აცილებენ. მშვიდობით და ჰალა მადრიდ!“

შეგახსენებთ, რომ ისკოს „რეალის“ მაისურით 353 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 53 გოლი და 56 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთვის მთავარი ვარსკვლავია
„საქართველოსთვის მთავარი ვარსკვლავია" - რუსულ პრესაში კვარაცხელიაზე დაწერეს