ლუკა ზარანდია
Aa
Aa

ზეიმი და დრამატული გამარჯვება - ზარანდიას გუნდი ექსტრაკლასაში აღზევდა

პოლონეთის ექსტრაკლასაში კელცეს ''კორონა'' დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია ასპარეზობს. ფლეი-ოფის ფინალში ''კორონასა'' და გლოგუვის ''ხრობრის'' მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. 119-ე წუთზე ''კორონას'' ფეხბურთელმა იაცეკ კიელბმა გამარჯვების გოლი შეაგდო და გუნდი ექსტრაკლასაში აღზევდა.

ლუკა ზარანდია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის შემდეგ Twitter-ში ზარანდიას ფოტო გავრცელდა, მას ხელში გამარჯვების გოლის ავტორის, იაცეკ კიელბის მაისური უკავია.

ზარანდიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი გდინიას ''არკაში'' გაატარა (2017-19), შემდეგ კი მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიურ ''ზულტე ვარეგემში'' გადაბარგდა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა. გარდა ამისა, გასულ ზაფხულში კორონავირუსი მძიმე ფორმაში გადაიტანა. მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში კარიერა კელცეს ''კორონას'' დაუკავშირა, რომლის მაისურით 8 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ'' - ექს-ფეხბურთელის წარმატება ბოდიბილდინგში
''ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ'' - ექს-ფეხბურთელის წარმატება ბოდიბილდინგში