ალმერია, ლა ლიგა, გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

სასიამოვნო სიახლე - მაკარიძის გუნდი მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში ითამაშებს

მომავალი სეზონიდან, ქართველი მეკარის გუნდი „ალმერია“ ესპანეთის ლა ლიგაში იასპარეზებს.

ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში, მაკარიძის გუნდი სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

„ალმერიას“ უშუალო კონკურენტმა, „ეიბარმა“ თავისი შეხვედრა გათამაშების ბოლოადგილოსანთან, „ალკორკონთან“ მოულოდნელად 1:0 წააგო, ამ სცენარით კი ქართველი მეკარის გუნდს სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ფრეც აძლევდა ხელს.

„ალმერიასთან“ ერთად „ეიბარის“ მარცხით „ვალიადოლიდმაც“ იხეირა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ორივე გუნდმა „ეიბარს“ თითო-თითო ქულით გაუსწრო და სატურნირო ცხრილში თანაბარი, 81-81 ქულა დააგროვა, თუმცა უკეთესი ბურთების შეფარდების შედეგების გამო პირველი ადგილი ქართველი მეკარის გუნდმა დაიკავა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაშიც გუნდი პირდაპირ მოიპოვებდა უმაღლესი ლიგის საგზურს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, სამწუხაროდ, მაკარიძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ამის მიუხედავად, ქართველმა მეკარემ თავის გამოჩენა მაინც შეძლო და 83-ე წუთზე მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

„ალმერია“ ლა ლიგაში ბოლოს 2014/15 წლებში ასპარეზობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეკარის გუნდი ქვეყნის მთავარ ჩემპიონატში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ერთ-ერთი სვეტი ახალი გუნდის შენებაში'' - MARCA მამარდაშვილზე წერს
''ერთ-ერთი სვეტი ახალი გუნდის შენებაში'' - MARCA მამარდაშვილზე წერს