ლეგიონერები, თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

ქეცბაია: ,,მინდა, ანორთოსისში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი წავიყვანო"

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სტუმრად საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამად, ანორთოსის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმყოფებოდა, რომელმაც სხვადასხვა საკითხთან ერთად საკლუბო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვიპროსში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისეთი ფეხბურთელის წაყვანა სურს: 

,,თუ საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წავიყვან. გუნდში ქართველები სულ მყავდა და ჩვენთან სულ უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. სეზონის დაწყებამდე სამმა (ქვილითაია, ოქრიაშვილის, დაუშვილი) უკეთესი შემოთავაზება მიიღო და აპოელში წავიდნენ. ახლაც ვეძებ და მინდა ისეთი ქართველი წავიყვანო, რომელიც ჩვენს გუნდსაც გამოადგება და ნაკრებსაც".

თემურ ქეცბაიას გუნდი ევროტურნირების მიღმა დარჩა, თუმცა ამავე გადაცემაში სპეციალისტმა წარუმატებლობის დადებით მხარეზე ისაუბრა და განმარტა, რომ კორონავირუსით გამოწვეული მჭიდრო კალენდრის შემდეგ, ფეხბურთელები დასვენებას შეძლებენ, გუნდს კი მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო ექნება.

ბოლო კვირების განმავლობაში თემურ ქეცბაიას მომავალთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი სპეციალისტის განმარტებით, უდიდესი ალბათობით, კვიპროსში სამუშაოდ კიდევ ერთი წელი დარჩება.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2023 |  საქართველო 16 მატჩს უმასპინძლებს - რომელ სტადიონზე რამდენი მატჩი შედგება
ევრო 2023 | საქართველო 16 მატჩს უმასპინძლებს - რომელ სტადიონზე რამდენი მატჩი შედგება