რალფ რანგნიკმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა
რალფ რანგნიკი მანჩესტერ იუნაიტედში კონსულტანტის პოზიციაზე აღარ იმუშავებს. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„გვსურს, რალფ რანგნიკს კლუბში, 6 თვის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულების პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადოთ.
შევთანხმდით, რომ რალფი ახლა ყურადღებას ავსტრიის ნაკრებში დაკისრებულ სამუშაოზე გაამახვილებს და „მანჩესტერ იუნაიტედის კონსულტანტი აღარ იქნება.
რალფს სამომავლოდ, თავის კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის იანვარში დაინიშნა, სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბის კონსულტანტის ფუნქციები უნდა შეეთავსებინა. რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ რალფ რანგნიკი ავსტრიის ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაიწყებდა მუშაობას.
63 წლის სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, სტატისტიკა კი ასეთია: 11 მოგება, 10 ფრე, 8 წაგება.