ლაშა გურული, სალიხ ალახვერდოვი, გიორგი ყუშიტაშვილი, არტიუშ გომციანი
Aa
Aa

ისტორიული შედეგი: 4 ქართველი მოკრივე ევროპის ჩემპიონატის ფინალში

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 4 ქართველი ფინალში გავიდა.

სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) პოლონელე მოკრივე იაკუბ სლომინსკი დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ალახვერდოვის მსგავსად, არტიუშ გომციანი (60 კგ) დამაჯერებელი იყო, მან უნგრელ როლანდ ვერესს სძლია.

მათ მსგავსად ლაშა გურულიც წარმატებულად გამოვიდა, უელსელი ლოუნ კროფტის ბარიერი დაძლია. გიორგი ყუშიტაშვილმა 1/2-ფინალში რუმინელ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, ვერცხლის მედალი გაინაღდა, ოქროს მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა აშორებს.

7 წონით კატეგორიაში 4 ქართველი ფინალში გავიდა, რაც ისტორიული შედეგია. გარდა ამისა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 4 წარმომადგენელი ნახევარფინალსა თუ ფინალში მხოლოდ საქართველოს ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე
ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე