ჩემპიონთა ლიგა, მოჰამედ სალაჰი, ტიერი ანრი
Aa
Aa

„ფინალამდე, წინასწარ ლაპარაკი დამღუპველია“ - ანრიმ სალაჰი გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ შემტევი, მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

როდესაც ფინალური წყვილი გაირკვა, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა 2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შურისძიება დააანონსა, ანრიმ კი სალაჰს წინასწარ ლაპარაკი არ მოუწონა.

„ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. მთავარი გოლის გატანაა. „რეალმა“ ერთხელ დაარტყა და გაიტანა, „ლივერპულს“ კი ბევრი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ ტიბო კურტუამ საოცარი შეხვედრა ჩაატარა.

გახსოვთ, რა ვთქვი ნახევარფინალის შემდეგ? ხალხი მას ისე ვერ აფასებს, როგორც იმსახურებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ის ედერსონზე უკეთესია. ფინალში კურტუამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ შეიძლება ფინალამდე წინასწარი პროგნოზების გაკეთება. ჯერ დაამარცხე „რეალი“ და შემდეგ თქვი, რომ ეს არის შურისძიება. როდესაც ფინალამდე ლაპარაკობ, მაშინ ის უნდა მოიგო“, - ამბობს ანრი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ისტორიის განმავლობაში მეთოთხმეტედ იზეიმა. „სამეფო კლუბმა“ მერსისაიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2017/18 წლების სეზონშიც, ამჯერად 3:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ბენზემამ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო
''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ბენზემამ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო