გოდერძი ბერდელიძე
Aa
Aa

ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. 55 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე გამოვიდა, რომელმაც ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ატაცში ბერდელიძემ პირველ ცდაზე 111 კგ. შეუკვეთა და დააფიქსირა. მისი სტარტი წარმატებული გამოვიდა. მეორე ცდაზე 114 კგ. შეუკვეთა, მეორე ცდა წარუმატებელი იყო, თუმცა მესამე ცდაზე 114 კილოგრამი ასწია და ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.

ბერდელიძის გამოსვლა ატაცში

25 წლის გოდერძი ბერდელიძემ აკვრაში 134 კგ. შეუკვეთა, თუმცა სამივე ცდა წარუმატებელი იყო.

დღეს კიდევ ერთი ქართველი, რამინ შამილიშვილი (61 კგ.) გამოვა. ამ წონაში ძალოსანთა გამოსვლა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ქართველი სპორტსმენების გამოსვლა შემდეგ დღეებში:

30 მაისი 22:00 სთ (67 კგ.) – შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე

31 მაისი 22:00 სთ (73 კგ.) – კახი ასანიძე

2 ივნისი 19:00 სთ (89 კგ.) – რეზი დავითაძე

3 ივნისი 22:00 სთ. (96 კგ.) – ირაკლი გობეჯიშვილი

4 ივნისი 16:00 სთ (102 კგ.) – ირაკლი ჩხეიძე

4 ივნისი 19:00 სთ (109 კგ.) – გიორგი ჩხეიძე

4 ივნისი 22:00 სთ. (87 კგ,) – ანასტასია გოტფრიდი

5 ივნისი 18:00 სთ. (+109 კგ.) – ლაშა ტალახაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ცხოვრებაძემ 7 გოლი გაიტანა
გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ცხოვრებაძემ 7 გოლი გაიტანა