გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ცხოვრებაძემ 7 გოლი გაიტანა
ხელბურთში, შვეიცარიის ჩემპიონატის ფინალში გიორგი ცხოვრებაძის ''ვინტერტური'' გავიდა. ნახევარფინალურ სერიაში ''ვინტერტურმა'' ''ვაკერ თუნი'' 3:2 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ''ვინტერტურმა'' მეტოქეს 28:23 სძლია.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში გიორგი ცხოვრებაძემ 7 მცდელობიდან 6 გოლი გაიტანა, გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საერთო ჯამში, ნახევარფინალურ სერიაში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში 14 გოლია.
View this post on Instagram
ფინალური სერია ''ვინტერტურსა'' და ''კადეტენს'' შორის 2 ივნისს დაიწყება.
21 წლის გიორგი ცხოვრებაძე 193 სმ. სიმაღლისაა. ნიჭიერი ქართველი ხელბურთელი ფრანგული ''მონპელიეს'' საკუთრებაა, შვეიცარიულ კლუბში ერთწლიანი იჯარით თამაშობს.