დემბელე ენფილდზე? ლივერპული ფრანგის წარმომადგენელს დაუკავშირდა
ესპანური SPORT-ის ცნობით, ''ლივერპული'' უსმან დემბელეს უმიზნებს, რომელსაც ''ბარსელონასთან'' კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ''მერსისაიდელები'' ფეხბურთელის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, მხარეებმა შესაძლო შეთანხმებაზე პირველად ისაუბრეს. ამ ეტაპზე საუბრის დეტალები არ ვრცელდება.
''ლივერპულის'' გარდა, 25 წლის მარჯვენა გარემარბი პსჟ-ს დაუკავშირეს, თუმცა ''ბარსელონაც'' აქტიურობს, კატალონიურ გრანდს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. გასულ ზამთარში, ''ბარსა'' დემბელესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.
As-მა მიმდინარე კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ფრანგმა გარემარბმა კატალონიელთა შეთავაზება ახალ კონტრაქტზე უარყო. 25 წლის ფეხბურთელმა სამწვრთნელო შტაბს უკვე უთხრა, რომ გუნდში არ დარჩება. წყაროს ცნობით, სახლს, რომელშიც ფრანგი ბარსელონაში ცხოვრობდა, უკვე ახალ მოიჯარეებზე აქირავებენ.
2021-22 წლების სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, დემბელემ ესპანური გრანდის რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 13 საგოლე პასი შეასრულა. გასულ სეზონში, საგოლე გადაცემების რაოდენობით დემბელე ლა ლიგაში საუკეთესო იყო (13).