ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი ჟურნალისტს: 90 წუთი გქონდა, მაგრამ ორი უაზრო კითხვა დამისვი

ტონი კროოსი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჟურნალისტის კითხვებით უკმაყოფილო დარჩა.

გუშინ, მადრიდელებმა ფინალი ისე მოიგეს, რომ კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

ჟურნალისტმა ტონის სწორედ ამის შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი ლივეპრულის მაღალ პრესინგზე გკითხა, რის შემდეგაც გერმანელი ნახევარმცველი გაღიზიანდა.

ZDF-ის ჟურნალისტი:

„თამაში ისე წარიმართა, როგორც შენ ელოდი? გაგიკვირდათ, რომ მადრიდის რეალ ლივერპულისგან ასეთი ზეწოლის ქვეშ მოექცა?"

კროოსი:

„90 წუთი გქონდა, მაგრამ ორი უაზრო კითხვა დამისვი. ეს ორი უარყოფითი კითხვაა. მაშინვე ირკვევა, რომ გერმანელი ხარ“.

ამის შემდეგ, კროოსმა ინტერვიუზე უარი განაცხადა და იქაურობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო. კარლო ანჩელოტი კი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ლიგის მოგება 4-ჯერ შეძლო და ეს 2 სხვადასხვა გუნდში გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპე, მიესალმე ჩემპიონებს!
„მბაპე, მიესალმე ჩემპიონებს!" - რეალის ქომაგებმა კილიანს მიმართეს