ვინისიუსი: "რეალის მაისურით ჩემპიონობა ყველაზე აღმატებული გრძნობაა"
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ ვინისიუს ჟუნიორის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ისტორიაში მე-14 ტიტულს დაეუფლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვინისიუსმა კომენტარი გააკეთა.
ვინისიუსი:
„მთელი სეზონის განმავლობაში კოლოსალურად ბევრი ვიშრომეთ. ახლა დასვენების და სიამოვნების დროა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და გამარჯვება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, „რეალის“ მაისურით ჩემპიონობა ყველაზე აღმატებული გრძნობაა.
ჩემი გუნდელები ამას მიჩვეულები არიან. ზოგმა ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო. ჩემთვის კი ეს პირველია და დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. გოლის დროს ისეთი ემოციები მივიღე, როგორიც აქამდე არასდროს მქონია. მოდით, ერთად გავაგრძელოთ „რეალის“ ისტორიის წერა.“
ვინისიუსის საოცარი სეზონი
ბრაზილიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი განიცადა. ჟუნიორმა ყველა ტურნირზე ერთად 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, 2008-09 წლების სეზონის შემდეგ 21 წლის ან 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ვინისიუს ჟუნიორი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო, რომ ერთ სეზონში მისი საგოლე პასებისა და გოლების ჯამმა 10 შეადგინა. 2008-09 წლების სეზონში 21 წლის მესის აქტივში 9 გოლი და 5 საგოლე პასი იყო.
10 - Vinícius Júnior (4 goals, 6 assists) is the first South American player to be directly involved in 10+ goals in a single UEFA Champions League campaign while aged 21 or under since Lionel Messi in 2008-09 (14 – 9 goals, 5 assists). Talent. #UCLfinal pic.twitter.com/3xEzXmes4h
— OptaJoe (@OptaJoe) May 28, 2022