ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

გადამყიდველები და ყალბი ბილეთები - რატომ დაგვიანდა ფინალის დაწყება?

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მომხდარი არეულობის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც მოგეხსენებათ, მატჩი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ქომაგებმა ტრიბუნებზე დროულად მოხვედრა ვერ შეძლეს.

ტურნიკეტებთან პრობლემა შეიქმნა და ქომაგები შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის შემდეგაც ბევრმა მათგანმა შიგნით შეღწევა ზემოდან გადაძვრომით სცადა, რასაც არეულობა მოჰყვა.

უეფამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა:

„მატჩის წინ, ლივერპულის ქომაგების გასასვლელში ტურნიკეტები დაიბლოკა. ათასობით გულშემატკივარმა, რომლებმაც იყიდეს ყალბი ბილეთები, რომლებიც არ მუშაობდნენ ტურნიკეტებზე.

ამის შედეგად გულშემატკივრების ბრბო ცდილობდა შიგნით შეღწევას. შედეგად, მატჩის დაწყება 35 წუთით გადაიდო, რათა რაც შეიძლება მეტ გულშემატკივარს ნამდვილი ბილეთებით მოედანზე შესვლა შესძლებოდა.

რადგან თამაშის დაწყების შემდეგ სტადიონის გარეთ ხალხის რაოდენობა იზრდებოდა, პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზით დაარბია და აიძულა სტადიონი დაეტოვებინათ.

უეფა თანაუგრძნობს მათ, ვინც დაზარალდა ამ მოვლენებით და სასწრაფოდ მიმართავს ამ საკითხზე საფრანგეთის პოლიციას და ხელისუფლებას, ასევე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას“,

- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მბაპე? ის უკვე დავიწყებულია" - პერესი ფინალის შემდეგ