რეალი, ფლორენტინო პერესი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

MARCA: მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანური გამოცემა MARCA იუწყება, რომ მადრიდის „რეალსა“ და ლუკა მოდრიჩს შორის შეთანხმება შედგა და ხორვატი ნახევარმცველი „სამეფო კლუბში“ კიდევ 1 წლით დარჩება. გასულმა სეზონმა ყველას დაანახა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი „ბლანკოსისთვის“ ჯერჯერობით ისევ შეუცვლელი წევრია და ფლორენტინო პერესი 1-წლიან კონტრაქტს დათანხმდა.

აღნიშნული წყაროს მიხედვით, მხარეებს შორის მოლაპარაკება 1 წუთიც არ გაგრძელდა. მოდრიჩი „რეალის“ პრეზიდენტის შეთავაზებას უსიტყვოდ დათანხმდა. ლუკა მადრიდულ გრანდში მეთერთმეტე სეზონს გაატარებს.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ფლორენტინო პერესის ეპოქაში მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 36 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტი არასდროს გაუხანგრძლივებიათ. მეტიც, ლუკა 9 სექტემბერს 37 წლის გახდება. MARCA-ს ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება სულ მალე გავრცელდება.

მოდრიჩი „რეალში“

ხორვატი ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ 2012 წელს ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით მოვიდა. 2012 წლიდან დღემდე, ლუკამ ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. მეტიც, 2018 წელს ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა.

მოდრიჩმა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 436-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ბენზემამ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო
''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ბენზემამ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო