ჩემპიონთა ლიგა, კარლო ანჩელოტი, მოჰამედ სალაჰი, ტონი კროოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

ანჩელოტის რეკორდი, კურტუას საოცარი სეივები - რეალის მე-14 ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ფინალში ვინისიუს ჟუნიორის ერთადერთი გოლით მადრიდის ''რეალმა'' ''ლივერპული'' დაამარცხა, ''სამეფო კლუბმა'' ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მეთოთხემეტედ მოიგო.

აღსანიშნავია, ''რეალის'' ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას ბრწყინვალე თამაში, რომლის კარისკენ ზუსტად მო სალაჰმა ექვსჯერ დაარტყა, თუმცა ყველა შემთხვევაში ბელგიელი ძალიან თავდაჯერებული იყო. 2003-04 წლების სეზონის ფინალის შემდეგ ამდენი დარტყმა ფინალში არავის შეუსრულებია.

2008-09 წლების სეზონის შემდეგ 21 წლის ან 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ვინისიუს ჟუნიორი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო, რომ ერთ სეზონში მისი საგოლე პასებისა და გოლების ჯამმა 10 შეადგინა. 2008-09 წლების სეზონში 21 წლის მესის აქტივში 9 გოლი და 5 საგოლე პასი იყო.

ტიბო კურტუამ ფინალში 9 ''სეივი'' შეასრულა, გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა. 2003-04 წლების შემდეგ ფინალში კურტუას ''სეივების'' რაოდენობა სარეკორდოა.

ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეხუთედ ითამაშა. ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და პაოლო მალდინის ჩამორჩება. მათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ექვსჯერ იასპარეზეს.

ჯორდან ჰენდერსონი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის (თასის) სამ ფინალში უკაპიტნა.

იტალიელი კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო. მან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ''მილანსა'' (2002-03, 2006-07) და მადრიდის ''რეალს'' (2013-14, 2021-22) მოაგებინა.

ტიერი ანრისა (2006) და უგო ლორისის (2019) შემდეგ ქარიმ ბენზემა მესამე ფრანგია, რომელმაც არაფრანგულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკაპიტნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცრემლსადენი გაზი და ურჩი ქომაგები - არეულობა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ
ცრემლსადენი გაზი და ურჩი ქომაგები - არეულობა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ