ცრემლსადენი გაზი და ურჩი ქომაგები - არეულობა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყება უსაფრთხოების მიზნით დაახლოებით ერთი საათით გადაიდო.
Sky Sport-ის ჟურნალისტ ფლორიან პლატენბერგთან საუბრისას ჟოელ მატიპის ძმამ, ფლორიან მატიპმა განაცხადა:
''ორგანიზება სტადიონზე თუ სტადიონს მიღმა უღირსია! ისინი იყენებენ ცრემლსადენ გაზს ბავშვებისა და ქომაგების მიმართ, ეს საშიშია''.
RMC-ის ჟურნალისტმა ნიკოლა პელეტიემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ''ლივერპულის'' გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე შესვლას უბილეთოდ ცდილობდა. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა ვითარება გააკონტროლეს, სტადიონის გარე სივრცეში შეჭრილი ქომაგები გაიყვანეს. პარალელურად, უბილეთოების გამო, ბილეთიანი ქომაგების სტადიონზე შესვლის პროცესი გართულდა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თამაშის გადადების მიზეზი ქომაგთა დაგვიანება იყო.
????⚽️ #UCLFinal ¡ÚLTIMA HORA!
— Carrusel Deportivo (@carrusel) May 28, 2022
‼️ Aficionados del @LFC están saltando las vallas y burlando al personal de seguridad en el acceso al Stade de France
???? vía: @antonmeana pic.twitter.com/LNnq3nmXjz
ESPN-ის ჟურნალისტი მარკ ოგდენი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ:
Pepper spraying fans outside stadium in Paris pic.twitter.com/drgzEpR9gD
— Mark Ogden (@MarkOgden_) May 28, 2022