გოგიტა არქანია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - არქანია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ მესამე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 1:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.

ასევე გეტყვით, გასული წლის ნოემბერში ქართველი კარატისტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაესაკუთრა. 37 წლის სპორტსმენმა ამის გაკეთება კარიერაში მეორედ მოახერხა.

ცნობისთვის, გოგიტა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც ასპარეზობდა, თუმცა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

სრული ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანტი მინა:
სანტი მინა: "თუკი თასს მოვიგებთ, სპეციალურ ტატუს გავიკეთებ"